A1 ბანერი

ჯაფარიძე: დაუშვებელია ადამიანის დაპატიმრება იმ მცენარის გაზრდისთვის, რომლის მოხმარება ქვეყანაში ლეგალურია

საკუთარ ეზოში კანაფის მოყვანაში ბრალდებული, მიხეილ ცინკვერაშვილის, საქმის განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს დაიწყო.

ახმეტაში მცხოვრებ 1965 წელს დაბადებულ მიხეილ ცინკვერაშვილს გამოძიება დიდი ოდენობით კანაფის მოყვანას ედავება, მის მიმართ საქმე სსსკ 265 მუხლით არის აღძრული, რომელიც 4-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლო პროცესს თელავის სასამართლოში “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დაესწრო.

მისი თქმით, ცინკვერაშვილის დაპატიმრება იმ მცენარის გაზრდისთვის, რომლის მოხმარება ქვეყანაში ლეგალურია, დაუშვებელია.

“პირადი მოხმარებისთვის ედგა ეზოში კანაფი. არავისთვის პრობლემა არ შეუქმნია. არ არსებობს დაზარალებული და მომჩივანი, შეუძლებელია ამისთვის ადამიანი ციხეში გაუშვან” – განაცხადა ჯაფარიძემ.

მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომა შესავალი სიტყვის ეტაპზე გადაიდო.

მომდევნო სხდომა 27 მარტს არის ჩანიშნული

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...