ჯაფარიძე: ჩვენ ვაპირებთ საჯაროდ დავამზადოთ 27 ათასი ყალბი ხელმოწერა და ცესკოს ჩავაბაროთ

"ჩვენ არ ვაპირებთ სიამოვნება და კომფორტი მივანიჭოთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს თუ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომელიც მათ ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ "გირჩი" საერთოდ გამოეთიშება საარჩევნო პროცესს. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ ღიად და საჯაროდ დავამზადოთ 27 ათასი ყალბი ხელოწერა", – ამის შესახებ "გირჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე "გირჩის" მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს. მისი თქმით, 

"ანუ გავაკეთოთ ის რასაც წლების განმავლობასი სხვადასხვა აკეთებდნენ, ოღონდ აკეთებდნენ ჩუმად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ღიად და საჯაროდ, რომ თქვენთვის ამ ქვეყნის მოსახელობისთვის გასაგები და თვალსაჩინო იყოს რა მარაზმი და იდიოტობაა ეს საარჩევნო პროცესი. ამ ხელმოწერების დამზადებას დავიწყებთ ხვალიდან. ჩვენ არ გამოვიყენებთ არცერთ იმ რეალურ ხელმოწერას რომელიც შევაგროვეთ, რადგან არ ვაკადრებთ ამ ადამიანებს მატი ხელმოწერები გამოყენებული იქნას ამ სიცრუეში, რომელსაც ჩვენ დავდგავთ. ამ მაკულატურას, რომელსაც კანონი გვავალდებულებს შემდეგ წავიღებთ და ოფიციალურად ჩავაბარებთ ცესკოს. ცესკო ვალდებულია დაიწყოს ის სტანდარტული პროცედურა რომელსაც ის აკეთებს სხვა პარტიებთან მიმართებაში", – განაცხადა ზუარბ ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად