ჯაფარიძე: ავთანდილ წერეთელთან და მის შვილთან ვმეგობრობთ, “ტვ პირველთან” სხვა კავშირი არ გვაქვს

1 დოლარის ინვესტიციაც არ გაგვიკეთებია თქვენ არხში. რა ფორმით ვართ დაკავშირებული, ეს ივანიშვილს უნდა ჰკითხოთ, – – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ვართ დაკავშირებული “ტვ პირველთან”. რა ფორმით ვართ დაკავშირებული, მას უნდა ჰკითხოთ. იმიტომ, რომ 1 დოლარის ინვესტიციაც არ გაგვიკეთებია თქვენ არხში. გარდა იმისა, რომ ვმეგობრობთ ავთანდილ წერეთელთან, მის შვილთან და კარგად გიცნობთ თქვენ, სხვა კავშირი არავის ჰქონიათ “ტვ პირველთან”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად