ჯანსულ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 17 ივნისს კონცერტი გაიმართება

ჯანსულ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 17 ივნისს კონცერტს გამართავს – წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ოზურგეთის, სამტრედიის, გორის, თელავისა და ქობულეთის – ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 10 სალოტბარო სკოლა, ღონისძიებაში მონაწილეობას 160 ბავშვი მიიღებს.

სალოტბარო სკოლები რეგიონებში 2015 წლიდან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით დაარსდა, სადაც დღესდღეობით 800 ბავშვი 21 მუნიციპალიტეტში უფასოდ ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას ეუფლება.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მხარდაჭერით დაგეგმილია კიდევ 7 სალოტბარო სკოლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაარსება.

ფესტივალის ,,მრავალჟამიერ” ფარგლებში სალოტბარო სკოლების ღონისძიების მხარდამჭრია კონპანიები – ,,ბორჯომი” და ,,ევროპროდუქტი”.

კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში რიგით მეორე ფესტივალი “მრავალჟამიერ” 14 ივნისს გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები.

წელს ღონისძიებაში ჩართულია საქართველოს მასშტაბით 24 საბავშვო, საგუნდო კოლექტივი. აღსანიშნავია, რომ ფესტივალში ,,მრავალჟამიერ“ პირველად მიიღებენ მონაწილეობას რეგიონებში მცხოვრები ბავშვები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...