ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი მეგი დე ბლოკი: ბელგია COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მარტიდან დაიწყებს

ბელგია მარტიდან შეძლებს დაიწყოს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, – განაცხადა ხუთშაბათს, 24 სექტემბერს ბელგიის ტელევიზიის ეთერში ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა მეგი დე ბლოკმა.

მეგი დე ბლოკის თქმით, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Sanofi-ის მიერ შექნილი ვაქცინის პირველი პარტია (დაგეგმილი 7 500 000-დან 1 500 000 დოზა) მარტ-აპრილში მიზნობრივ ჯგუფებში დარიგდება.

მიჩნეულია, რომ ვაქცინებით პირველ რიგში მედიცინის დარგის მუშაკები და 65 წელს ზემოთ ასაკის ხალხი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ კი ის ადამიანები, რომლებსაც ისეთი ქრონიკული დაავადებები აქვთ, როგორებიცაა დიაბეტი, სიმსუქნე, სისხლის მაღალი წნევა და გულის ავადმყოფობები.

პირველ რიგში ჩაუტარდებათ ვაქცინაცია აგრეთვე 45-65 წლის ასაკის იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩამოთვლილი დაავადებები აქვთ, – განაცხადა მეგი დე ბლოკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად