ჯანმოს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში 2019 წლის დეკემბრამდე დაიწყო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ კორონავირუსის პანდემიის დაწყების დროში. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.

ამერიკული გამოცემის თანახმად, ჯანმოს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ვირუსის გავრცელება ჩინეთში შეიძლება 2019 წლის დეკემბრამდე დაიწყო და არა მაშინ, როდესაც იგი ოფიციალურად გამოცხადდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იმავე წლის ოქტომბერში 90 ადამიანი საავადმყოფოებში შეიყვანეს კორონავირუსის მსგავსი სიმპტომებით. ამასთან, ჩინეთის ხელისუფლების მიერ ვირუსზე უარყოფითად გამოკვლეულია მათი ორი მესამედი.

პანელისტებმა ასევე მოუწოდეს ჩინეთის ხელისუფლებას, ჩაატარონ უფრო სწორად ამ პაციენტების ანალიზები, რათა დადგინდეს დაავადების წარმოშობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...