ჯანმომ რუსეთში იანვარში გამოვლენილი კორონავირუსის AT.1-ის შტამი გამოსაკვლევ სიაში შეიტანა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ რუსეთში იანვარში გამოვლენილი კორონავირუსის AT.1-ის ვარიანტი გამოსაკვლევ სიაში შეიტანა. ამის შესახებ ჯანმო-ს განცხადებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, რუსული შტამის ძირეულ შესწავლას ჯანმო-ში 9 ივლისიდან შეუდგებიან. გამოსაკვლევ ვარიანტებს შორის ასევე არის აშშ-ში, ბრაზილიაში, ფილიპინებზე, ინდონეზიაში, კოლუმბიასა და დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი შტამებიც.

ჯანმო-ს სიაში შესასწავლად შეაქვს SARS-CoV-2-ის შტამები გენეტიკური ცვლილებებით, რომლებიც სავარაუდოდ, გავლენას ახდენენ ვირუსის თვისებაზე და შესაძლოა, მომავალში წარმოადგენდეს უდიდეს რისკებს.

დღეისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის მხოლოდ ოთხი მუტაციაა აღწერილი, როგორც “შემაშფოთებელი”:

ალფა – ბრიტანეთში აღმოჩენილი შტამი;

ბეტა – სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი შტამი;

გამა – ბრაზილიაში აღმოჩენილი შტამი;

დელტა – ინდოეთში აღმოჩენილი შტამი. ეს უკანასკნელი კვლავ აგრძელებს მუტაციას.

კომენტარები
იტვირთება...