ჯანმო: ვირუსის გადაცემა ცხოველიდან ადამიანზე შუალედური გზით არის კორონავირუსის წარმოშობის ყველაზე სავარაუდო ჰიპოთეზა

ვირუსის გადაცემა ცხოველიდან ადამიანზე შუალედური გზით არის კორონავირუსის წარმოშობის ყველაზე სავარაუდო ჰიპოთეზა. ამის შესახებ ჯანმო-ს ექსპერტმა ზოონოზური ინფექციების და სურსათის უვნებლობის საკითხებში პიტერ ბენ ემბარეკმა განაცხადა სამშაბათს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) სპეციალურ ბრიფინგზე.

“ჩვენ გვქონდა ოთხი ძირითადი ჰიპოთეზა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მომხდარიყო ვირუსის გადაცემა ადამიანზე. პირველი არის პირდაპირი გადაცემა ცხოველიდან ადამიანზე, მეორე არის ვირუსის გადაცემა ადამიანზე ცხოველის სახეობიდან, რომელშიც ვირუსია და მან შეძლო ადაპტაცია და ბინადრობა ამ ცხოველში ადამიანზე გადასვლამდე. მესამე ჰიპოთეზა არის კვების ჯაჭვის, განსაკუთრებით გაყინული საკვების საშუალებით გადაცემა, ხოლო მეოთხე ჰიპოთეზა არის ლაბორატორიასთან დაკავშირებული ინციდენტის ალბათობა”, – თქვა ექსპერტმა.

“ჩვენ შევისწავლეთ თითოეული ჰიპოთეზა და შევისწავლეთ თითოეული მათგანის ალბათობა. სავარაუდოდ, ეს არის ვირუსის გადაცემა ცხოველიდან ადამიანზე შუალედური გზით”, – თქვა პიტერ ბენ ემბარეკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ასევე სავარაუდოა გაყინული საკვების ზედაპირზე ვირუსის გადაცემის ვერსია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...