ჯანმო ვაქცინების შერევაზე: ველოდებით კვლევების შესახებ მონაცემებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო თანამშრომელი, სუმია სვამინათანი აცხადებს, რომ მოქალაქეებმა დამოუკიდებლად არ უნდა გადაწყვიტონ რომელი ვაქცინა მიიღონ პირველი, შემდეგ კი მეორე დოზის სახით. ასე ის გამოეხმაურა ინფორმაციას ვაქცინების შერევის შესახებ, რომელიც მედიამ არასწორად განმარტა.

“მოქალაქეებმა არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, ჯანდაცვის უწყებებისგან განსხვავებით, რომლებსაც ამის გაკეთება არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლიათ. ველოდებით შერევაზე კვლევების შესახებ მონაცემებს – საჭიროა იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების შეფასება”,- განაცხადა მან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაცია მედიკოსებსა და პაციენტებს ურჩევს, სხვადასხვა მწარმოებლების, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ერთმანეთში არ შეურიონ, რადგან ამის გავლენა ჯანმრთელობაზე ჯერ სათანადოდ შესწავლილი არ არის.

“არსებობს ცოტა საშიში ტენდენცია. ჩვენ მონაცემებისა და მტკიცებულებების ნაკლებობის ზონაში ვართ, როდესაც საქმე ეხება შერევას და დამთხვევას… ქვეყნებში ქაოსი იქნება, თუ მოქალაქეები მოქალაქეები დაიწყებენ გადაწყვეტილების მიღებას, როდის და ვინ მიიღებენ მეორე, მესამე და მეოთხე დოზას”, – განაცხადა ორგანიზაციის უფროსმა მეცნიერმა, სუმია სვამინათანმა ონლაინ ბრიფინგზე.

კომენტარები
იტვირთება...