ჯანმო: ვაქცინები სრულად არ შეაჩერებს კორონავირუსს

ვაქცინები სრულად არ შეაჩერებს COVID-19, მაგრამ ისინი დიდ იმედს გვაძლევს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კაუგემ ონლაინ ბრიფინგზე.

“ტექნოლოგია და ფარმაცევტული განვითარება ახალ ჰორიზონტს გვიქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები სრულად არ შეაჩერებს COVID-19-ს და არ უპასუხებს ჩვენს ყველა კითხვას, ისინი ამ ვირუსის წინააღმდეგ ომში დიდ იმედს წარმოადგენენ”, – თქვა კლუგემ.

“ასეთ დროს მახსენდება სამეცნიერო და ტექნიკური ცოდნის უზარმაზარი სიმდიდრე ჩვენი ევროპის რეგიონის 53 ქვეყანაში. ამასთან, ეს პოტენციალი ვერ განხორციელდება, თუ ვაქცინების ბაზარზე ყველა ქვეყანას თანაბარი ხელმისაწვდომობა არ მივეცით”, – თქვა კლუგემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად