ჯანმო: ვაქცინები „დელტა“ შტამის გავრცელების რისკს მხოლოდ 40%-ით ამცირებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინები Delta შტამის გავრცელების რისკს მხოლოდ 40%-ით ამცირებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საკარანტინო შეზღუდვებისადმი დამოკიდებულება უფრო სერიოზული უნდა იყოს. ინფორმაციას France24 ავრცელებს.

ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, რომ ბევრი ვაქცინირებული ადამიანი შეცდომით თვლის, რომ უსაფრთხოა და რაიმე შეზღუდვას არ უნდა დაემორჩილოს.

“ვაქცინები სიცოცხლის გადამრჩენია, მაგრამ ისინი ვირუსის გადაცემას ხელს არ უშლიან. კვლევებმა აჩვენა, რომ Delta შტამის გამოჩენამდე ვაქცინები ვირუსის გადაცემის ალბათობას დაახლოებით 60%-ით ამცირებდნენ. Delta-ს გამოჩენის შემდეგ ეს მაჩვენებელი 40%-მდე დაეცა“, – განაცხადა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ვაქცინები სიკვდილის და მძიმე დაავადების რისკს ამცირებს, მაგრამ ვაქცინაციის შემდეგ სხვების ინფიცირებისა და დაინფიცირების რისკი კვლავ რჩება. მან აღნიშნა, რომ ეს პირბადის ტარების აუცილებლობას, დისტანციის დაცვას, არავენტილაციურ ოთახებში ხალხმრავლობისა და შეხვედრების თავიდან აცილებას გულისხმობს.

ამასთან, ჯანმო-ში აღნიშნავენ, რომ დაავადების მძიმე მიმდინარეობის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობა 80%-ზე მეტს შეადგენს.

კომენტარები
იტვირთება...