ჯანმო: სოციალურ ქსელებში კორონავირუსზე არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება ხელს უშლის პანდემიაზე გამარჯვებას

სოციალურ ქსელებში კორონავირუსის შესახებ არაზუსტი ინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების გავრცელება ხელს უშლის პანდემიაზე გამარჯვებას. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა ბრიფინგის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ეს ფაქტორი ორგანიზაციის სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. “სოციალურ ქსელში პიროვნებების ძალიან მცირე ჯგუფის პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზნები განიხილება, როგორც საშუალება, ჩაიშალოს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები, რომელსაც ამჟამად ვატარებთ მსოფლიოში,” – განმარტა რაიანმა.

მან განაცხადა, რომ ჯანმოს ექსპერტები ცდილობენ შეაჩერონ ვირუსი, რომელმაც თითქმის ორი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. რაიანმა თქვა, რომ მათ, ვინც COVID-19-ს ებრძვიან, არ სჭირდებათ შეთქმულების თეორიები.

ჯანმოს პროგრამის დირექტორმა უარყოფითი რეაგირება მოახდინა პანდემიის შესახებ ყალბი ფაქტორების გავრცელებაზე, რაც მოსახლეობას უბიძგებს არ დაუჯერონ ამ ვირუსის რეალობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად