ჯანმო: საჭიროა მეტი ინფორმაცია იმისათვის, რომ რუსული ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გავცეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა მიიღონ მეტი ინფორმაცია ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ, რომელიც რუსეთმა შეიმუშავა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა, გასცემს თუ არა ორგანიზაცია რეკომენდაციას რუსული ვაქცინის წარმოებისა და შემდგომი გამოყენების შესახებ.

“ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეკონტაქტება რუსეთში მარეგულირებელ ორგანოებს, რათა მიიღოს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ ვაქცინის შესახებ მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ, ორგანიზაცია შეძლებს მის რეკომენდაციას”, – განაცხადა მან.

დირექტორის თანაშემწემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ყველა საჭირო მონაცემის მიღების შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეამოწმებს მას, რათა დარწმუნდეს, რომ რუსულ რეგულატორებს არაფერი გამორჩათ. მისივე თქმით, მხოლოდ ამ მიმოხილვის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს, არის უსაფრთხო და ეფექტური და შეძლებს პაციენტების დაცვას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინის შემუშავება დაასრულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად