ჯანმო: სამხრეთ ამერიკა COVID-19-ის ახალი გლობალური ეპიცენტრი გახდა

სამხრეთ ამერიკა COVID-19-ის ახალი გლობალური ეპიცენტრი გახდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა.

“გარკვეულწილად, სამხრეთი ამერიკა გახდა დაავადების ახალი ეპიცენტრი. ჩვენ ვხედავთ, სამხრეთ ამერიკის რამდენ ქვეყანაში იზრდება ინფიცირებულტა რაოდენობა” – თქვა WHO-ს საგანგებო სიტუაციების დირექტორმა მაიკ რაიანმა პრესკონფერენციაზე.

დღემდე, ბრაზილია მესამე ადგილზეა ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რაოდენობის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში. ამ ქვეყანაში, 314.7 ათასმა ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, 20.2 ათასი ადამიანი კი დაიღუპა. პერუში COVID-19 ინფექციის შემთხვევების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა და 108,7 ათასს მიაღწია, ხოლო 3.1 ათასი ადამიანი კი – გარდაიცვალა. ჩილეში ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა 61.8 ათას ადამიანში, დაიღუპა 630 ადამიანი, ეკვადორში – 35.8 ათას ადამიანს აღმოაჩნდა კორონავირუსი, ხოლო გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად