ჯანმო-ს წერილი “აიპრესს”: მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში შეიტანეთ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან საინფორმაციო სააგენტო “აიპრესმა” მადლობის წერილი მიიღო იმ კითხვისთვის, რომელიც ჩვენი საინფორმაციოს წარმომადგენელმა კოკი იონათამიშვილმა ჯანმო-ს დირექტორს და მის მოადგილეებს დაუსვა.

“გვსურს მოგახსენოთ, რომ ძალიან კარგი შეკითხვა იყო. დიდი მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც შეიტანეთ ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის პროცესში.” – ნათქვამია წერილში.

“მინდა ასევე დიდი პატივისცემა გამოვხატო დასმული კითხვის მიმართ.. ვფიქრობ, რომ თქვენს მიერ ნახსენები საკითხი, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზრუნავს წარმოადგენს. ზოგადი თვალსაზრისით, ჩვენ ვქმნით გლობალურ სახელმძღვანელოებს, რათა მივცეთ მთავრობებს საუკეთესო სამეცნიერო მტკიცებულებები და არჩევანი. ჩვენს დოკუმენტაციაში მათ ვეძახით მსჯელობებს, ზოგჯერ ჩვენ ამას ვეძახით სამეცნიერო ტექნიკურ რჩევას. ჩვენ ვიაზრებთ, რომ ის რაც შეიძლება მეცნიერებამ თქვას საერთაშორისო დონეზე, უნდა გარდავქმნათ სამოქმედო გეგმად და მოვარგოთ ადგილობრივ ვითარებას.” – განაცხადა პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების დირექტორმა მაკ რაიანმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების დირექტორმა, მაკ რაიანმა და ჯანმო-ს ტექნიკურმა ხელმძღვანელმა დოქტორ მარია ვან კერკოვმა “აიპრესის” მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. კითხვა სააგენტოს სახელით, ჩვენმა წარმომადგენელმა კოკი იონათამიშვილმა დასვა. ორგანიზაციის წარმოამდგენლები საქართველოს ბრძოლას ეპიდემიის წინააღმდეგ, საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევენ.

აიპრესი: ქართველებს ძალიან მჭიდრო სოციალური კონტაქტები გვაქვს, რომლებიც გამოწვეულია არა მხოლოდ ტრადიციებით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით, როგორიცაა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს მრავალწევრიან ოჯახებში, სადაც შეუძლებელია დისტანცირება ან იზოლირება. ჩვენი სოციალური ქცევა და ეკონომიკური კეთილდღეობა ძალიან განსხვავდება შვედეთისა და ზოგადად ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან. ჩემი ქვეყანა ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ შეძლებს კრიზისის ისევე მარტივად დაძლევას, როგორც ამას იგივე შვედეთი ან ბალტიის ქვეყნები მოახერხებენ.

კითხვა მდგომარეობს შემდეგში: გამოსცემთ თუ არა მომავალში კონკრეტულ ქვეყანაზე მორგებულ სამოქმედო გეგმას მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით? ამ სიტუაციაში, როდესაც დისტანცირება არ არის მარტივი გამოსავალი, როგორ შეიძლება დავიცვათ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები? გმადლობთ.

მაკ რაიანი (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების დირექტორი): მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეთ ყურადღება თქვენი კითხვის მეორე ნაწილში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვახერხებთ ზოგადი სამოქმედო გეგმის მორგებას კონრეტულ ლოკალურ გარემოზე და მნიშვნელოვანია, რომ რეალურად იყოს მორგებული.

ამ შემთხვევაში ჩვენც კარგად გვესმის, რომ გლობალურ დონეზე გაცემული რჩევები არაფერს წარმოადგენს თუ ისინი ლოკალურ კონტექსტში არ მოექცა. მე, ჩემი თვალით ვნახე, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ატარებს დაბალი შემოსავლის მქონე სოციუმებში ე.წ ლოკდაუნების როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული ზიანი. მინდა გითხრათ, რომ ორგანიზაციის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა ქვეყნებისთვის ისეთი რჩევების მიცემა, რომლებიც მარტივად რატიფიცირებადი იქნებოდა შიდა პოლიტიკის დონეზე.

ჩვენ გამოვეცით გლობალური სამოქმედო გეგმა იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებისთვის და სხვა დაწესებულებებისთვის და მარია შეძლებს დამატებით ისაუბროს ამ გეგმაზე საქართველოსთან მიმართებით.

აქვე მსურს განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო იმ ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველომ პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში გადადგა. საქართველო ძალიან სწორად წარმართავდა პროცესებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და შეძელით შემთხვევათა რაოდენობა 650-ზე დაბალი ყოფილიყო. გააორმაგეთ შემთხვევათა ზრდის დრო და შესაბამისად, გასული კვირის შემთხვევები მხოლოდ 6%-ით გაიზარდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო საკმაოდ კარგად უმკლავდება მიმდინარე პროცესებს და ინფექციასთან ბრძოლის პროცესში რეალურად აღწევს გარკვეულ შედეგებს.

ასე, რომ ჩვენ გვესმის თუ როგორი მდგომარეობაა საქართველოში. მე ვამაყობ, რომ ვმუშაობდი საქართველოში ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე დიდი ხნის წინ, მე ვიმოგზაურე მთელ საქართველოში და მე ვიცი საქართველოს განსაკუთრებული სოციალური მდგომარეობის შესახებ.

ზემოთ ნახსენები პირადი გამოცდილება მაძლევს იმის საფუძველს, მჯეროდეს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მეცნიერების ძალიან ძლიერი ტრადიციის  და აქვე ვიმედოვნებ, რომ ქართული მხარე ასევე წარმატებით გააგრძელებს და საბოლოოდ წარმატებით მოახერხებს ამ გლობალურ გამოწვევასთან გამკლავებას.

მინდა ასევე დიდი პატივისცემა გამოვხატო დასმული კითხვის მიმართ.. ვფიქრობ, რომ თქვენს მიერ ნახსენები საკითხი, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზრუნავს წარმოადგენს. ზოგადი თვალსაზრისით, ჩვენ ვქმნით გლობალურ სახელმძღვანელოებს, რათა მივცეთ მთავრობებს საუკეთესო სამეცნიერო მტკიცებულებები და არჩევანი. ჩვენს დოკუმენტაციაში მათ ვეძახით მსჯელობებს, ზოგჯერ ჩვენ ამას ვეძახით სამეცნიერო ტექნიკურ რჩევას. ჩვენ ვიაზრებთ, რომ ის რაც შეიძლება მეცნიერებამ თქვას საერთაშორისო დონეზე, უნდა გარდავქმნათ სამოქმედო გეგმად და მოვარგოთ ადგილობრივ ვითარებას.

მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო ცოდნა გადავთარგმნოთ სამოქმედო გეგმის დონეზე და შემდგომ ვიმოქმედოთ არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე, არამედ კიდევ უფრო ქვე ლოკალურ დონეებზე ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და მოსახლეობის გათვალისწინებით.

შესაბამისად მუდმივი მზადყოფნა, რომ მოვარგოთ სამოქმედო გეგმა კონრეტულ რეალობას, რომელშიც ჩვენი ხალხი ცხოვრობს, უკიდურესად მნიშვნელოვანია. და კიდევ ერთი რამ, რაზეც ვაკეთებთ ჩვენ აქცენტს მუშაობის პროცესში. უნდა გადაიხედოს, სამეცნიერო მონაცემები თაობების მიხედვით, ეს არის ჩვენი უპირველესი საქმე. ჩემი გამოცდილებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნარი, რომ ეს მონაცემები მოვარგოთ კონკრეტულ სიტუაციას და გავხადოთ პრაქტიკული და გამოსადეგი უფრო და უფრო ლოკალურ დონეზე და განსაკუთრებით მოსახლეობის დონეზე არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც ხშირად არ არის სათანადოდ დაფასებული წარსულის სხვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიღწევებთან ერთად.

საბოლოოდ, კითხვის პასუხად შემიძლია ვთქვა, რომ სამედიცინო სფეროში ხშირ შემთხვევაში ძირითადი ყურადღება უშუალოდ სამეცნიერო კვლევებს და ამ პროცესში წარმატების მიღწევას უკავშირდება და ნაკლებად ხდება იმ საჭიროების გათვალისიწინება , რომელიც თავის თავში აღნიშნული პროგრესის ლოკალურ დონეზე ადაპტირებას და მის პრაქტიკულ,ადვილად გამოსაყენებად ინსტრუმენტად ქცევას  მოიაზრებს, რაც ჩემი პირადი აზრით,  წინაზე არანაკლებ მნიშვნელობას და არანაკლები შრომის გაწევას საჭიროებს. ნაბიჯებს, რომლებასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე დგამს, უფრო კონკრეტულად ჩემი კოლეგა დოქტორი მარია მიმოიხილავს.

დოქტორი მარია ვან კერკოვი (ჯანმო-ს ტექნიკური ხელმძღვანელი): დავამატებდი იმას, რაც მაიკმა თქვა, ჩვენ ვადგენთ გლობალურ სამოქმედო გეგმას და ვმუშაობთ რეგიონულ დონეზე რეგიონული ოფისების დახმარებით და ვარგებთ გეგმას რეგიონულ კონტექსტს. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებიც შემდგომ  არგებენ გეგმას ეროვნულ კონტექსტს. ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროებთან და სხვა პარტნიორებთან ქვეყნებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ სამოქმედო გეგმა კიდევ უფრო კონკრეტულადაა მორგებული და ითვალისწინებს ადგილობრივ მდგომარეობას, ქვეყნის შესაძლებლობებს, ქვეყნის ეკონომიკასა და კულტურას.

როგორც მაიკმა განაცხადა, მორგება არის ის, რაც სამოქმედო გეგმას ხდის გამოსადეგს. გქონდეს რაღაც ქაღალდზე გლობალურ დონეზე არ არის იგივე, რომ აიღო ის, იმოქმედო ეროვნულ დონეზე და დარწმუნეული იყო, რომ გაქვს შესაბამისი ხალხის, საკვების, ტესტების, სამედიცინო პერსონალისა და აღჭურვილობის რესურსი. ამას სჭირდება მუშაობა და სწორედ სამოქმედო გეგმის ადაპტირება  ხდის მას გამოსადეგს ადგილობრივ გარემოსთან.

რეგიონალური ოფისების გარდა, ორგანიზაცია აქტიურ კონტაქტშია ჩაბმული თითოეული ქვეყნის ჯანდაცვის უწყებასთან, რაც საშუალებას გვაძლევს, ნახსენები რჩევები უფრო ღრმა გააზრების და მსჯელობის სფეროში მოვაქციოთ.

აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ქვეყნების მასშტაბით ჩვენს სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთანაც, რათა დავრწმუნდეთ, რომ გამოცემული ზოგადი სახელმძღვანელოები რაც შეიძლება ზუსტად არის კონკრეტული ქვეყნის რეალობასთან მორგებული.

ერთი რამ, რაც უნდა აღვნიშნო არის ის, რომ მიზნები არ იცვლება, როდესაც გეგმას ვარგებთ განსხვავებულ კონტექსტს. ჩვენ არ ვცვლით ან ვამცირებთ ჩვენს ძალისხმევას, რომ დავიცვათ სიცოცხლე და თავიდან ავიცილოთ ინფექციები. ეს მიზანი რჩება იგივე მიუხედავად იმისა, სად ინერგება სამოქმედო გეგმა. ჩვენ უნდა ვიყოთ პრაგმატულები და ვიპოვნოთ ადაპტირების ის საშუალებები, რომლებიც სამოქმედო გეგმას მისცემს მუშაობის საშუალებას. თქვენ აღნიშნეთ ისეთი ოჯახები, რომლებშიც რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად, ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ასეა და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

აქვე გეტყვით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვყენების ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზით, ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად ვცდილობთ გამოვიკვლიოთ თუ რამხელა შესაძლებლობა აქვს ამა თუ იმ სახელმწიფოს სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანების, სასურსათო პროდუქტების რაოდენობის თუ ჩასატარებელი ტესტების რაოდენობის მხრივ.

აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ თქვენს მიერ წარმოჭრილი საკითხი იმაზე ღრმა კვლევი საგანია, ვიდრე ბევრს ეს დღესდღეისობით წარმოუდგენია.

მნიშვნელოვანია აქვე დავაფიქსიროთ ,რომ საბოლოო ორგანიზაციის ნებისმიერი ქმედების საბოლოო მიზანი ლოკალურ კონტექსტში არასდროს იცვლება, ანუ, იმისდა მიუხედდავად თუ რა კულტურულ ფასეულობებს ატარებს ქვეყანა, ჩვენი თითოეული ქმედების საბოლოო მიზანია, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენა და ეს მიზანი ვერანაირ ლოკალურ კონტექსტში მცირე ცვლილებასაც კი ვერასდროს განიცდის.

ასე რომ, ამ შემთხვევაში, ადაპტაციის ძირითად მიზნად გაიდლაინის პრაქტიკულობის ხარისხის ზრდა და იმ გზის პოვნა შეიძლება ჩაითვალოს, რომლითაც ეს გეგმა შეძლებს წარმატების ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენებას.

კითხვაში თქვენ გამახვილებული გქონდათ ყურადღება მულტიგენერაციული ოჯახების მაგალითზე, რაც არა მარტო თქვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში აქტუალურ ფენომენად გვევლინება. ამიტომ, აქ მნიშვნელოვანია ქვეყნებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად სწრაფად გამოავლინონ ახალი შემთხვევები და მოახდინონ ამ შემთხვევების სოციუმისგან  სწარფი იზოლირება.

ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა დროულად აღმოაჩინონ შემთხვევები და იზოლაციაში მოაქციონ ეს შემთხვევები შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში და თუ შეუძლებელია იზოლაცია სამედიცინო დაწესებულებებში, მაშინ გადაიყვანონ ისეთ ადგილას, სადაც შეძლებენ ამ ადამიანების მოვლას მათი სიმპტომების გათვალისწინებით. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ შემთხვევაში ვირუსს მოაცილებ იმ კონკრეტულ სახლს.

ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ რეკომენდაციები, რომლებიც გლობალურ დონეზე გამოიცემა, შესაძლებელია ყველა კონკრეტულ შემთძვევაში გამოსადეგი არ იყოს, თუმცა ადაპტაციის მიმართულებით ზემოთ უკვე ნახსენები ნაბიჯების მეშვეობით, ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი მაქსიმალურად ადვილად მიღწევადი გავხადონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იქ შექმნილი რთული ეკონომიკური თუ განსხვავებული კულტურული მდგომარეობის მიუხედავად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად