ჯანმო-ს ხელმძღვანელი: მსოფლიოში კორონავირუსული პანდემიის ახალი ტალღა იწყება

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღის საწყის ეტაპზეა. ამის შესახებ ოთხშაბათს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში გასულ კვირას COVID19-ის ინციდენტების ზრდაზე, ასევე კორონავირუსული ინფექციის შედეგად გამოწვეულ სიკვდილიანობაზე.
”დელტა ვარიანტი გადაცემის [ინფექციის] ამჟამინდელი ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია, რასაც ზრდის სოციალური კონტაქტები და მობილობა”, – ამბობს გებრეიუსი. მისივე თქმით, დელტას ვარიანტი “ახლა 111-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს”, ამასთან დაკავშირებით, WHO ელის, რომ “იგი მალე გახდება მსოფლიოში დომინანტური შტამი, თუ უკვეც არ არის”.

 

კომენტარები
იტვირთება...