ჯანმო-ს ხელმძღვანელი: G20-მა უნდა ითამაშოს წამყვანი როლი პანდემიის წინააღმდეგ სოლიდარობის ჩამოყალიბებაში

G20-ის ქვეყნებს მოუწოდებენ, წამყვანი როლი შეასრულონ მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობის ჩამოყალიბებაში. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა G20- ის ონლაინ სამიტზე განაცხადა.

“დიდი ოცეულის წვერი ქვეყნები წარმოადგენს მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს და გლობალური ეკონომიკის 80%-ს, G20-ს აქვს უნიკალური ლიდერის როლი სოლიდარობის გაფართოებაში. თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ ვაქცინის სამართლიანი განაწილება”, – აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა და განმარტა, რომ წამლის სამართლიანი განაწილება “ცენტრალური ნაწილია პანდემიის დასრულებაში და ეკონომიკური აღდგენის დაჩქარებაში”.

“დრო დადგა გადამწყვეტი ლიდერობისთვის”, – თქვა გებრეისუსმა და ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მოწყვლადობისა და უთანასწორობის საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობაზე.

“პანდემიამ ნათლად აჩვენა, რომ ჯანდაცვა არ არის ეკონომიკური ზრდის სუბპროდუქტი, მაგრამ პროდუქტიული, მდგრადი და სტაბილური ეკონომიკის ხერხემალია”, – თქვა მან. ჯანმოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მომავალი პანდემიის თავიდან ასაცილებლად ქვეყნებმა უნდა ჩადონ ინვესტიცია ტრენინგებში და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვაში.

G20 სამიტის მთავარი თემები, რომელიც 21 და 22 ნოემბერს ვიდეო კონფერენციის ფორმატში ტარდება, არის პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებები, ასევე გლობალური ეკონომიკის აღდგენის პროცესი. საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრმა მოჰამედ ბინ აბდულაჰ ალ-ჯადაანმა ადრე თქვა, რომ სამიტი “მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებას გლობალური ეკონომიკის აღსადგენად და მდგრადი, დაბალანსებული და ყოვლისმომცველი ზრდის ფაზის მყარი საფუძვლის შესაქმნელად”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად