ჯანმო-ს ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსული ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, რუსეთის მიერ შემუშავებული ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ამის შესახებ მან რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრთან მიხეილ მურაშკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

“WHO მაღალ შეფასებას აძლევს რუსეთის ფედერაციის ძალისხმევას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის – Sputnik V-ის შემუშავებაში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრს ვაქცინის შემუშავების ეტაპობრივი ნაბიჯებისთვის, ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია”. – აცხადებს იგი.

მისივე თქმით, მინისტთან შეხვედრაზე განიხილეს ვაქცინაციის ზოგადი საკითხები. “ვაქცინის შემუშავება არის რუსეთის მთავარი რეაგირება კორონავირუსის ეპიდემიაზე. მე და ჩემი კოლეგები ჟენევაში განვიხილავთ, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით,” – თქვა ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა.

“რუსეთმა გლობალური სოლიდარობა გამოავლინა და დამეხმარა, როგორც რეგიონალური დირექტორს, ცენტრალური აზიის ქვეყნების მხარდაჭერაში”, – განაცხადა კლუგემ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დიდი ყურადღება მიაქცია ჯანდაცვისა და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების დახმარების საკითხებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად