ჯანმო-ს ექსპერტები კორონავირუსის საკითხებში ჩინეთში 14 იანვარს ჩავლენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კორონავირუსის ექსპერტები ჩინეთში 14 იანვარს ჩავლენ. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიზუსმა განაცხადა.

“COVID-19 დაავადების წარმოშობის საერთაშორისო მისიაში მონაწილე მეცნიერები ჩინეთში ხუთშაბათს ჩავლენ”, – თქვა მან.

ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს, ახალი ტიპის კორონავირუსის გაჩენის მიზეზების შესასწავლად ჩავლენ. ვიზიტის დროს უცხოელი ექსპერტები ჩინელ მეცნიერებთან ერთად ჩაატარებენ გამოძიებას.

გებრეისუსი მიესალმა ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. “ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო გუნდთან დაკავშირებულ განცხადებას, რათა გამოვიკვლიოთ ვირუსის წარმოშობა, რომელიც იწვევს COVID-19 დაავადებას. ჩვენ ველით მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან, რათა დავადგინოთ ვირუსის წყარო და თუ როგორ გავრცელდა იგი ადამიანებში”, – აცხადებს გებრეისუსი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად