ჯანმო ქვეყნებს ბავშვების ვაქცინაციის გადავადების და ვაქცინების ღარიბი ქვეყნებისთვის მიწოდებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ქვეყნებს ბავშვების ვაქცინაციის გადავადების და კოვაქსის პროგრამის მეშვეობით ვაქცინების ღარიბი ქვეყნებისთვის მიწოდებისკენ მოუწოდა

ჯანმო აღნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყნებს შორის უაღესად არათანაბრად არის განაწილებული და დეკემბერიდან დღემდე წარმოებული რეკომენდირებული ვაქცინების უმეტესი ნაწილი მდიდარი ქვეყნების მიერ არის შესყიდული.

დღეს, ჟენევაში, ვირტუალურ კონფერენციაზე, ტედროს გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ესმის, რატომ უნდათ ზოგიერთ ქვეყნებს ბავშვების და მოზარდების აცრა, მაგრამ მოუწოდებს მათ „გადახედონ თავინთ გადაწყვეტილებებს”.

„დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები არასაკმარისია მედიცინის მუშაკთა იმუნიზაციისთვისაც კი, საავადმყოფოები კი გადავსებულია ადამიანებით, რომლებსაც სასწრაფოდ ესაჭიროებათ შველა”, – განაცხადა გებრეისუსმა.

12-15 წლის ასაკის მოზარდების ვაქცინირების გეგმის შესახებ წინა კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ამავე ასაკის მოზარდებში ფაიზერის ვაქცინის გამოყენების შესახებ გასცა ნებართვა კანადამ, ხოლო შვიცარიაში ვაქცინაციას სთავაზობენ 16 წლის ასაკის მოზარდებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...