ჯანმო-მ ჰიდროქსიქლოროქინის და ქლოროქინის, როგორც COVID-19-ის წამლის ტესტირებები შეაჩერა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილი) და ქლოროქინის, როგორც კორონაროვირუსით გამოწვეული COVID-19 დაავადების სამკურნალო საშუალების ტესტირებები. ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

“აღმასრულებელმა ჯგუფმა დროებით შეაჩერა ჰიდროქსიქლოროქინის და ქლოროქინის, როგორც ტესტის ნაწილის გამოყენება,” – თქვა მან.

თუმცა, ამასთან, გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ “მედიკამენტი კვლავაც უსაფრთხოდ მიიჩნევა ავტოიმუნური დაავადებებისა და მალარიის წინააღმდეგ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად