ჯანმო: კორონავირუსის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტი მხოლოდ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციით გამომუშავდება

კორონავირუსის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტი მხოლოდ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის შედეგად გამომუშავდება. ამის შესახებ Twitter- ზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მთავარმა მკვლევრმა სუმია სვიამინატანმა განაცხადა.

შეკითხვაზე, მიღწეულია თუ არა ჯოგური იმუნიტეტი დიდ ქალაქებში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფიცირებულია COVID-19-ით, მან ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში ჩატარებულ 500-მდე კვლევაზე, რომელთა თანახმად, 10%-ზე ნაკლებ მსოფლიოს მოსახლეობას ახლა კორონავირუსის ანტისხეულები აქვთ. “რა თქმა უნდა, ზოგან, განსაკუთრებით ქალაქებში, სადაც მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვეა, არის ადგილები, სადაც მოსახლეობის 50-60% ვირუსით არის ინფიცირებული და აქვთ ანტისხეულები. ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ მთელმა ქალაქმა, პროვინციამ ან ქვეყანამ მიაღწია ჯოგურ იმუნიტეტს”, – განაცხადა სვინამანა.

თუკი ამ ტერიტორიების მაცხოვრებლები, რომლებსაც არ აქვთ ანტისხეულები, მივლენ იმ ადგილებში, სადაც ჯოგური იმუნიტეტის დონე დაბალია, ვიდრე მათ ქალაქში, მაშინ ისინი შეიძლება დაინფიცირდნენ, – განმარტა ექსპერტმა.

“ამ მასშტაბის იმუნიტეტის მიღწევის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა”, – თქვა მან და აღნიშნა, რომ ამიტომ WHO ყურადღებას ამახვილებს COVAX ვაქცინებზე წვდომის საერთაშორისო მექანიზმზე, რათა ყველა ქვეყანას ჰქონდეს ვაქცინა.

“სანამ ეს არ მოხდება, აუცილებელია ყველა შესაძლო ზომის მიღება ინფექციის გავრცელების შესამცირებლად”, – განაცხადა მთავარმა მეცნიერმა.

ჯანმო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს COVAX მექანიზმს, რომელშიც 190 ქვეყანა და ეკონომიკა მონაწილეობს. გეგმების თანახმად, მექანიზმის ფარგლებში, 2021 წლის ბოლოსთვის, კორონავირუსის ვაქცინების 2 მილიარდი დოზის წარმოება და თანაბრად განაწილება უნდა მოხდეს მთელს მსოფლიოში. გასულ კვირას, COVAX-ის პირველი მიწოდება განხორციელდა განასა და კოტ დ ‘ივუარში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...