ჯანმო კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპისთვის ემზადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კორონავირუს SARS-CoV-2-ის წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპისთვის ემზადება. ამის შესახებ შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”ჩვენ გვქონდა პირველი ეტაპი და მან გარკვეული პროგრესი აჩვენა, მაგრამ იყო გარკვეული პრობლემები, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია”, – განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ერთ-ერთ პრობლემად მან დაასახელა “მონაცემებზე წვდომა, განსაკუთრებით პანდემიის დასაწყისის მონაცემებზე”.

”ახლა ჩვენ შევიმუშავეთ ამ კვლევის მეორე ეტაპი და ვთხოვთ ჩინეთს, გამოავლინოს გამჭვირვალობა”, – განაცხადა გებრეისუსმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარია ინფორმაციაზე, რომელის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ”პანდემიის პირველ დღეებთან” დაკავშირებით გამოითხოვა.

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა დააზუსტა, SARS-CoV-2 წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპის საკითხი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან განიხილება.

კომენტარები
იტვირთება...