ჯანმო: კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ის შესამჩნევად იკლებს

კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ის შესამჩნევად იკლებს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მელიტა ვუინოვიჩმა განაცხადა.

“მეორე ტალღა არ დასრულებულა, თუმცა შესამჩნევად იკლებს”, – თქვა მან და განაცხადა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ინფიცირების სიხშირე იზრდება.

ვუინოვიჩმა ხაზგასმით ისაუბრა კორონავირუსისგან დაცვის ღონისძიებების შესრულების მნიშვნელობაზე, რადგან ის სწრაფად ვრცელდება და მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული იმუნიტეტი.

“ეს ნიშნავს, რომ იმუნიტეტი არ აქვს საკმარის ადამიანს, რათა არ დაავადდეს და ამის გამო, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ პანდემიის დასრულებაზე. როდესაც მივაღწევთ დაახლოებით 75%-ს (მოსახლეობის იმუნური ფენა), მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის კონტროლი შეგვიძლია”, – განმარტა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...