ჯანმო კორონავირუსის მიმართ ჯოგური იმუნიტეტის გაჩენას 2021 წლისთვის გამორიცხავს

დაწყებული ვაქცინაციის მიუხედავად, კორონავირუსის მიმართ ჯოგური იმუნიტეტი 2021 წელს არ გაჩნდება, – განაცხადა სუმია სვიმინატანმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მთავარმა მეცნიერმა.

“მაშინაც კი, როდესაც ვაქცინებით დაიწყება ყველაზე დაუცველი ადამიანების დაცვა, 2021 წელს ვერ მივაღწევთ მოსახლეობის ჯოგური იმუნიტეტის რაიმე დონეს. თუკი ჯოგური იმუნიტეტი გამოჩნდება რამდენიმე ქვეყანაში, ეს არ დაიცავს ხალხს მთელ მსოფლიოში”, – თქვა მან.

ამავე დროს, სვიმინატანმა აღნიშნა, რომ ვაქცინების შემუშავებაში წარმოუდგენელი პროგრესია მიღწეული.

“ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ არა ერთი, არამედ ერთდროულად კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა გვექნებოდა. ისინი ყველა ქვეყანაში გაიგზავნება, მაგრამ ჯერ უნდა მოვითმინოთ”, – თქვა ექსპერტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად