ჯანმო: კორონავირუსის მეორე ტალღის თავიდან აცილება შესაძლებელია!

ახალი კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღა გარდაუვალი არ არის, პრევენციული ზომების მიღწევის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამავე დროს, ინციდენტის ხელახალი წარმოქმნის საფრთხე რჩება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს დირექტორმა ჰანს კლუგმა, კოპენჰაგენში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა.

“მეორე ტალღა გარდაუვალი არ არის, მაგრამ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ხსნის დაწესებულ შეზღუდვებს და ამიტომ, არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ ვირუსი შესაძლოა ხელახლა წამოვიდეს. თუკი არ მოვახდენთ ამის კუპირებას, მეორე ტალღა მართლაც შესაძლებელია იყოს და შესაძლოა გამანადგურებელიც.” – აცახდებს იგი.

მისი თქმით, მსოფლიოს ქვეყნებმა წლის დასაწყისიდან უკვე ბევრი რამ გაიგეს ეპიდემიასთან ბრძოლაში.

“კარგი ამბავი ის არის, რომ პირველი ტალღის შემდეგ ბევრი რამ ვისწავლეთ. თუ ახალი ტალღა წამოვა, ჩვენ უკეთესად მომზადებული დავხვდებით, უკვე უკეთ ვიცნობთ ვირუსს, თუ რა ზომების მუშაობს მის წინააღმდეგ და როგორ მოვემზადოთ მისთვის,” – აცხადებს კლუგი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ნელა და თანდათანობით მოოხსნას დაწესებული შეზღუდვები აგრეთვე მუდმივად კონტროლდებოდეს და მოწმდებოდეს სიტუაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად