ჯანმო: კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამი ევროპის 33 ქვეყანაში დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი “ბრიტანული” შტამი ევროპის 33 ქვეყანაში დაფიქსირდა, ხოლო “სამხრეთ აფრიკული” შტამი – 16-ში. ამის შესახებ ხუთშაბათს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

“ვაქცინები, ერთი მხრივ, გამამხნევებელია. მეორეს მხრივ, ახალი და შემაშფოთებელი ვარიანტები დიდ გაურკვევლობასა და რისკს წარმოადგენს. დღემდე, ევროპის 33 ქვეყანაში დაფიქსირდა იმ შტამების შემთხვევები, რომლებიც თავდაპირველად გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში. 16 ქვეყანაში კი – სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი შტამი.

30 ქვეყანაში დაფიქსირდა სიხშირის მნიშვნელოვანი შემცირება 14 დღის განმავლობაში, თუმცა, ევროპაში ინფიცირების გადაცემის მაჩვენებლები ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, რაც გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემებზე, ამიტომ შეზღუდვათა მოხსნა ნაადრევია”, – განაცხადა მან.

კლაუგე ითხოვს მოთმინებასა და სიფხიზლეს “ვირუსის ახალი, უფრო სწრაფად გადამდები ვარიანტების ფონზე”.

“ნუ დავივიწყებთ ამდენად სასტიკად ნასწავლ გაკვეთილებს. ეპიდემიოლოგიურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ზომების განხორციელება და ეტაპობრივად გახსნა ჩვენი საუკეთესო ვარიანტია ეკონომიკის გადარჩენისთვის და გვერდითი მოვლენების შემცირებისთვის. თქვენ უნდა იყოთ მომთმენი, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დასჭირდება დრო.” – აცხადებს კლუგე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად