ჯანმო: ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით არ შეიძლება

ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება არ შეიძლება COVID-19-ის წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიების სახით. ეს რეკომენდაცია გაკეთდა სამშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტების მიერ.

“ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს COVID-19”, – ნათქვამია ჯანმოს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მითითებაში.

ეს მკაცრი რეკომენდაცია ემყარება ექვსი კონტროლირებული კვლევის მაღალი ნდობის მონაცემებს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 6 000-ზე მეტმა ადამიანმა. მიღებული მტკიცებულებების თანახმად, ჰიდროქსიქლოროქინმა მნიშვნელოვანი გავლენა არ იქონია სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებზე. ამავდროულად, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ეს პრეპარატი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებზე და სავარაუდოდ, ზრდის მავნე შედეგების რისკს.

ამასთან დაკავშირებით, ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ პრეპარატი აღარ წარმოადგენს პრიორიტეტს კვლევისთვის და რომ რესურსები უნდა იქნას გამოყენებული სხვა, უფრო პერსპექტიული მედიკამენტების შესაფასებლად COVID-19 პრევენციისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...