ჯანმო: ეცადეთ, მოგზაურობისგან თავი შეიკავოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, დოქტორმა დევიდ ნაბარომ მსოფლიო მოსახლეობას მოუწოდა არასაჭირო მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

ნაბარო აცხადებს, რომ მოგზაურობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი მაშინაც კი, თუ ხელისუფლებამ საზღვრები გახსნა და ტურიზმს “მწვანე შუქი” აუნთო.

”იმოგზაურეთ, თუ ეს ნამდვილად გჭირდებათ, მაგრამ ეცადეთ, თავი შეიკავოთ თუ ეს აუცილებელი არ არის”, – განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მოგზაურობა COVID-19-ით დაინფიცირებისა და მისი გადაცემის რისკს ზრდის.

10 ნოემბრის მდგომარეობით მსოფლიოში COVID-19-ით 251 562 921 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 5 079 915 პირი გარდაიცვალა, ხოლო 227 779 609 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები
იტვირთება...