ჯანმო: დახურული სივრცეების შესხურების გზით დეზინფექცია არაეფექტურია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სადეზინფექციო საშუალებების შენობაში შესხურება არაეფექტურია ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ. ამის შესახებ, ორგანიზაციის ვებსაიტზეა აღნიშნული.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დახურული სივრცეების დეზინფექცია სჯობს მაგალითად ტილოთი, რომელიც სპეციალური ხსნარით იქნება გაჟღენთილი.

ორგანიზაცია აგრეთვე აღნიშნავს, რომ არნაირ პირობებში არის რეკომენდირებული დერეფნებში, კაბინეტებში, ან სხვა დახურულ სივრცეებში ადამიანებისთვის ხსნარის შესხურება.

ისინი მიუთითებენ, რომ აღნიშნული მიდგომა არ შეამცირებს ახალი კორონავირუსის გავრცელების შანსებს იმ ადამიანის მიერ, რომელიც ახალი კორონავირუსით ჰაერ-წვეთოვანი, ან პირდაპირი კონტაქტის გზით დაინფიცირდა. ორგანიზაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სპეციალური ხსნარების მისხურებით შესაძლოა დაზიანდეს თვალები, სასუნთქი ორგანოები და კანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად