ჯანმო: COVID19-ის ვაქცინაციის უპირატესობები აჭარბებს გართულებების პოტენციურ რისკს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტებმა შეისწავლეს მიოკარდიტისა და პერიკარდიტის შემთხვევების მონაცემები COVID19–ის საწინააღმდეგო ვაქცინების შეყვანის შემდეგ და დაასკვნეს, რომ ვაქცინაციის სარგებელი აჭარბებს გულის გართულებების საშიშროებას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მიოკარდიტი და პერიკარდიტი ძალიან იშვიათი გართულებებია COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიღების შემდეგ.
უფრო მეტიც, შემომავალი მონაცემების მიხედვით, აღწერილი შემთხვევები ძირითადად საშუალო სიმძიმისაა და მათი მკურნალობა შესაძლებელია კონსერვატიული მეთოდებით. შემდგომი დაკვირვება განსაზღვრავს გულის ასეთი გართულებების გრძელვადიან შედეგს.
ჯანმოს ექსპერტები თვლიან, რომ ვაქცინების სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს და რეკომენდაციას იძლევიან მოსახლეობის ვაქცინაციის გაგრძელებისთვის.

კომენტარები
იტვირთება...