ჯანმო, COVID19-ის გამო, ევროპაში ასობით ათას ახალ გარდაცვლილს ელის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ელოდება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დაღუპულთა რიცხვის მკვეთრ ზრდას კორონავირუსული ინფექციის შედეგად. დეკემბრის დასაწყისისთვის, ამ რეგიონებში 236,000 ადამიანი შეიძლება დაიღუპოს, – თქვა ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ორშაბათს, 30 აგვისტოს, კოპენჰაგენში.

მისი თქმით, 1.3 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა COVID-19–ით ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყანაში, ხოლო  ინფიცირების 64 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანმო-ს წარმომადგენელმა გამოხატა შეშფოთება ინფექციების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო და აღნიშნა, რომ რეგიონის 33 ქვეყანაში ეს მაჩვენებლები ბოლო დროს გაიზარდა ათი პროცენტით ან მეტით.

რეგიონალურმა დირექტორმა მოითხოვა ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდა და აღნიშნა, რომ რეგიონის ნაკლებად შეძლებულ ქვეყნებში მოსახლეობის მხოლოდ ექვსი პროცენტია სრულად აცრილი კორონავირუსის წინააღმდეგ.

კომენტარები
იტვირთება...