ჯანმო: ამ ეტაპისთვის, შესაძლოა, სამოგზაურო პირობად დაწესებული “ვაქცინაციის პასპორტი” დისკრიმინაციულ ინსტრუმენტად იქცეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამჟამად ეწინააღმდეგება ვაქცინაციის პასპორტების შემოღებას, როგორც მოგზაურობის პირობებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ არ გვინდა, რომ ვაქცინაციის პასპორტები გამოიყენონ ისე, როგორც მოგზაურობის პირობები”, – აღნიშნა მან. “მიზეზი ის არის, რომ ახლა არ არსებობს ვაქცინის თანასწორობა. ეს იქნება დისკრიმინაციის ინსტრუმენტი.”

როგორც ჯანმო-ს ხელმძღვანელმა განმარტა, მომავალში, როდესაც ვაქცინაციის დაფარვა გაიზრდება, შეიძლება განვიხილოთ ასეთი პასპორტების შემოღების შესაძლებლობა.

კომენტარები
იტვირთება...