ჯანლუიჯი ბუფონი: ფეხბურთს მაქსიმუმ 2023 წლის ზაფხულამდე ვითამაშებ

ტურინის იუვენტუსის ლეგენდამ იტალიურ მედიასთან ის სავარაუდო თარიღი დაასახელა, როდესაც კარიერას დაასრულებს.

“როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ იმ აზრამდე მივდივარ, რომ 2023 წელი ჩემი საფეხბურთო კარიერის უკანასკნელი წელი იქნება. ეს მაქსიმალური ვადაა, მაგრამ თავისუფლად შემიძლია კარიერა 4 თვეში დავასრულო.

ამბობენ, რომ ჩემი ასაკის ფეხბურთელები რეგრესს განიცდიან, მაგრამ თავს მე ასე არ ვგრძნობ”, – განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა.

შეგახსენებთ, თუ ბუფონი კარიერას 2023 წელს დაასრულებს. იმ დროისთვის ის 45 წლის იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...