ჯანლუიჯი ბუფონი: იმედი მაქვს, “რომა” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, მადრიდის "რეალთან" დასრულებული მატჩის შემდეგ Sky Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "რეალთან" სამატჩო ბატალიებსა და "რომაზე" ისაუბრა. იტალიელი კიპერი იმედოვნებს, რომ "რომა" ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს. 

"აღტაცებული ვიყავი იტალიური ფეხბურთით. ჩვენ ჩვენი მენტალიტეტი ვაჩვენეთ. მინდა მივულოცო რომას და რომას მოთამაშეებს, რადგან მათ მე აღმაფრთოვანეს და ამაყად წარმოადგინეს იტალიაც და ჩვენც. მინდა მათ წარმატებები და ჩემპიონთა ლიგის მოგება ვუსურვო. იმედია, ეს იქნება რაღაც ახალი, მაგრამ იტალიური ფეხბურთის განვითარებისთვის, მეტად მნიშვნელოვანი", – განაცხადა ბუფონმა. 

"რომამ" ჩემპიონთა ლიგაზე სენსაცია მოახდინა და "ბარსელონა" გათამაშებას გამოთიშა.

ნახევარფინალური წყვილების წილისყრა, ხვალ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად