ჯანი ბუკიკიო საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე: შეიძლება სასწაული მოხდეს

"საკონსტიტუციო ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია და ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ განვითარებას", – აღნიშნულის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ "მოამბის" ეთერში განაცახდა.

"პრობლემა არის ის, რომ ორივე მხარეს სურს ძალიან ბევრი. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ პოლიტიკური ძალები შეეცდებიან მოთხოვნები შეამცირონ და ერთმანეთს უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობა მისცენ. პრეზიდენტს 10 ოქტომბრამდე აქვს ვადა, დღეს 6 ოქტომბერია, დარჩა 4 დღე. არ ვიცი, რა მოხდება… გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. ასე ვიტყოდი, სასწაული შეიძლება მოხდეს. ჩემი პოზიცია არის ესეთი. საკონსტიტუციო ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია და ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ განვითარებას.

ისევ და ისევ, რომ ყოფილიყო შესაძლებელი ფართო კონსესუსი პოლიტიკურ ძალებში, გაცილებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, გაცილებით კარგი იქნებოდა. ეს ტექსტი და ეს კონსტიტუცია ქართველი ხალხის ცხოვრებას გააუმჯობესებს. სამწუხაროა, რომ კონსესუსი არ იყო. მე უნდა ვიყო ოპტიმისტი. მოდით, გამოვთქვათ იმედი, რომ სასწაული მოხდება", – აღნიშნავს ბუკიკიო.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ევროპელმა ექსპერტებმა საბოლოო დოკუმენტი დღეს მიიღეს. საბოლოო შეფასების ტექსტი კი მომავალ კვირას გასაჯაროვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...