ჯანგირაშვილი: ვნახოთ, ჩემზეც აუჩუყდება თუ არა ფინანსთა მინისტრს გული…

ამის შესახებ ტელეკომპანია “კავკასიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მოკლედ, არ ვიხდი დღგ–ს მიმდინარე გადასახადს. მოდი აბა, დაველოდოთ და ვნახოთ, რამდენ დღეში დამედება ინკასო და რამდენ დღეში წაიღებს ბიუჯეტი სრულიად უკითხავად ჩემს ფულს ან რამდენ დღეში დამიყადაღებს მთელ ქონებას შემოსავლების სამსახური. ვნახოთ, ჩემზეც აუჩუყდება თუ არა ფინანსთა მინისტრს გული – გადასახადები რომ გადავახდევინოთ ერთბაშად მერე ტელევიზიას რა ეშველებაო, ხომ არ გაჩერდებაო. შედეგი კი ვიცი წინასწარ, მაგრამ გავერთობი ცოტას.)”, – წერს facebook-ში ნინო ჯანგირაშვილი.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფაინანსთა მინისტრმა ვანო მაჟავარიანმა განაცხადა რომ სამაუწყებლო კომპანიებს: “იმედს” 19 მილიონამდე, “რუსთავი 2”-ს 28 მილიონამდე, “მაესტროს” 8 მილიონამდე ბიუჯეტის ვალი აქვთ   

რის შემდეგ ნინო ჯანგირაშვილმა გააკეთა განცხადება: შევწყვეტ გადასახადების გადახდას და ვნახოთ როგორ გამეკარებით

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...