ჯანეზაშვილი: ვენეციის კომისიამ თქვა, უზენაესი სასამართლო ამ პარლამენტმა სრულად არ დააკომპლექტოს

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა.

“ვენეციის კომისიამ თქვა, რომ უზენაესი სასამართლო ამ პარლამენტმა სრულად არ დააკომპლექტოს. შესაძლებელია ეს კანონმდებლობაში არ აისახოს, მაგრამ პოლიტიკური მიდგომიდან გამომდინარე, პარლამენტმა უზენაესი სასამართლო სრულად არ დააკომპლექტოს. ვაკანსიათა რაოდენობა არის საკმაოდ მაღალი. ამჟამად არის 18 ვაკანსია, დაემატება კიდევ ორი და ჯამში, უზენაესი სასამართლოში 2019 წლისათვის 20 ვაკანსია იქნება. მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დაკომპექტება უტაპობრივად მოხდეს.

ვენეციის კომისიის რეკონდაციებამდე ვფიქრობდი, რომ გამოცდა, როგორც ერთ-ერთი მოთხოვნა, უნდა გაუქმებულიყო. ვენეციის კომისია სწორედ მრავალფეროვნებას უჭერს მხარს. უზენაესი სასამართლო თავისი საქმიანობიდან გამომდინარე არის ისეთი ორგანო, სადაც მოსამართლეები არა ერთ გადაწყვეტილებას განმარტავენ და სასამართლოს პრაქტიკას და სასამართლოს ბედს განსაზღვრავენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს დაკომპლექტება იყოს რაც შეიძლება მრავალფეროვანი და მასში შედიოდნენ ადვოკატები, სხვადასხვა დარგის იურისტები და ასევე, იყვნენ ყოფილი, გამოცდილი მოსამართლეები“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ირაკლი კობახიძე ხელისუფლების სამივე შტოსთან ერთად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად