ჯანეზაშვილი: თუ ჩინჩალაძე, მურუსიძე და საბჭოს მოსამართლე წევრები დატოვებენ მოსამართლეობის თანამდებობას, მეც გადავდგები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ თუ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები დატოვებენ მოსამართლეობის თანამდებობას, ის გადადგება დაკავებული თანამდებობიდან.

“მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოსამართლის თანამდებობიდან გადადგებიან მიხეილ ჩინჩალაძე, მურუსიძე და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მხოლოდ მოსამართლის თანამდებობიდან გადადგებიან და არა საბჭოს წევრობიდან, იმავე დღეს მე დავწერ განცხადებას ჩემი გადადგომის შესახებ და წარვუდგენ პარლამენტს”, – განაცხადა ნაზი ჯანესაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...