ჯანეზაშვილი: მოსამართლე ილონა თოდუას კეთილსინდისიერებაში ეჭვი შემაქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ილონა თოდუას კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეაქვს.

“ჩვენივე გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმ მოსამართლეებს, რომლებსაც იმ კონკრეტულ ადგილას ქალაქში, არ აქვს უძრავი ქონება, საბჭო მას უხდის ქირას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ილონა თოდუას, წლების განმავლობაში, საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ეს ჩანს, ჰქონდა საკუთრებაში ბინა. მაგრამ 12 თებერვალს, მან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა ეს ბინა დედას და ზუსტად 5 დღეში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ილონა თოდუას უნდა მიეცეს ბინის ქირის საფასური. ეს გარემოება, ჩემი აზრით, უნდა გახდეს შესწავლის საგანი. მე შემაქვს ეჭვი მის კეთილსინდისიერებაში,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

პ.ს. მოსამართლე ილონა თოდუა უზენაესი სასამართლოს მოასამართელობის მსურველ ერთ-ერთ კანდიდატია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...