ჯანეზაშვილი გვრიტიშვილს: თქვენ არ ხართ იუსტიციის საბჭოს ლეგიტიმური თავმჯდომარე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა იწყება.

სადაც საბჭოს წევრმა, ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ სხდომას ის წაიყვანს. რაზეც საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გვრიტიშვილს უპასუხა:თქვენ არ ხართ ლეგიტიმური საბჭოს თავმჯდომარე“.

მუხედავ იმისა, რომ იუსტიციის არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე წინააღმდეგი იყვნენ, საბჭოს მოსამართლე წევრებმა მხარი დაუჭირეს გვირიშვილის თავმჯდომარეობას.

ცნობისთვის, 17 და 18 ივლისს კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანბანური თანმიმდევრობით გამოცხადდებიან.

დღეს, საბჭო ზურაბ აზნაურაშვილს, თამარ ალანიას, დიანა ბერეკაშვილს, თამარ ბურჯანაძეს და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ.

18 ივლისს შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს,გიორგი გოგიაშვილს, მირანდა ერემაძეს და მამუკა ვასაძეს მოუსმენენ

მოსმენაზე კანდიდატები ინდივიდუალურად წარდგებიან.

შეგახსენებთ, იმის გამო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობსი ერთ-ერთი კანდიდატია, ის არ ესწრება სხდომას.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...