ჯანეზაშვილი ჩუგოშვილის ინიციატივაზე: ამ სიტუაციაში მესმის რას ცდილობს პარლამენტი, გამოსავალს ეძებს!

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტი გამოსავალს ეძებს.

“გუშინ პარლამენტის ვიცესპიკერმა ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა განცხადება, რომ უნდა მოხდეს 5 წევრის გაწვევა. ამასთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ არსებობს თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტაზე  კანონში ჩანაწერი.

ამას უნდა ჰქონდეს თავისი სამართლებრივი საფუძვლები. ერთ-ერთ საფუძვლად მოხსენიებულია არაჯეროვანი შესრულება საქმიანობის. როდესაც სისტემატიურად არღვევს ამა თუ იმს სტანდარტს, თუმცა ეს არის ზოგადი ჩანაწერი კანონში და შესაძლოა განმარტების საფუძველი გახდეს.

მე ამ სიტუაციაში მესმის რას ცდილობს პარლამენტი, გამოსავალს ეძებს. გამოსავალის მოძებნა შესაძლებელია და მზად ვარ ამ გამოსავლის მოძებნაში დავეხმარო ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, ეს იქნება პარლამენტი, ეს იქნება აღმასრულებელი ხელისუფლება, თუ იქნება ის სასამართლო, რომელსაც ის მოსამართლეთა კორპუსი და ის ნაწილი, რომელსაც აქვს პროცესებთან დაკავშირებით აქვს ჯანსაღი ხედვა”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...