ჯანეზაშვილი: ჩინჩალაძეს კორონავირუსის არ ეშინია? ვნახოთ, თუ დაესწრება ხვალინდელ კონფერენციას

არა მგონია ხვალ მოსამართლეთა 300 წევრიანი კონფერენციის შეკრება უსაფრთხო იყოს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი Facebook-ში წერს:

“ხვალ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაა, რომელშიც მონაწილეობას 300-მდე მოსამართლე მიიღებს.

მოსამართლეებმა იუსტიციის საბჭოს წევრი უნდა აირჩიონ. გასაგებია რომ კანონით დადგენილ ვადაში უნდა მოხდეს ეს, მაგრამ არ მგონია 300 ადამიანის შეკრება ერთ სივრცეში ახლა უსაფრთხო იყოს. თან ხომ ყველამ წინასწარ იცის, რომ საბჭოს მომავალი წევრი “ზემოთ” უკვე შეთანხმებულია.

საინტერესოა ჩინჩალაძეს კორონავირუსის არ ეშინია? ვნახოთ აბა თუ დაესწრება კონფერენციას”, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად