ჯანეზაშვილი: ჩემს მიმართ იყო არაერთი სექსისტური გამონათქვამი, მინისტრებისგან და ომბუდსმენისგან გამოხმაურება არ მახსენდება

“სექსისტური გამონათქვამები ჩემთვის მიუღებელია! მით უმეტეს ჩემს მიმართ იყო არაერთი ასეთი შემთხვევა… ამ თემაზე მინისტრებისგან და სახალხო დამცველისგან გამოხმაურება არ მახსენდება” – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი Facebook-ში წერს:

“ზოგადად საყვედურები არ მჩვევია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა ჩემი გულისტკივილი უნდა გაგიზიაროთ.

სექსისტური გამონათქვამები ჩემთვის მიუღებელია! მითუმეტეს, რომ პირადად ჩემ მიმართ იყო არაერთი ასეთი შემთხვევა და ვიცი რასაც შეიძლება განიცდიდეს ქალი ამ დროს.

ღვარძლიანი და სექსისტური გამონათქვამების შესახებ, ჩემი და ანას მიმართ ეუთომ თავის დასკვნაში დაწერა:

“ეს გადაძახილები
შეიცავდა პირად შეურაცხყოფებს, ღვარძლიან ბრალდებებს და დამამცირებელ კომენტარებს,
რომლებიც ზოგჯერ სექსისტური იყო.”

უფრო მეტიც, ეუთო წერს, რომ:

“მოსამართლე წევრები ხშირად აწყვეტინებდნენ არამოსამართლე წევრებს … და დასცინოდნენ მათ კითხვებს”

ბევრი რომ არ გავაგრძელო ძალიან გამიხარდებოდა, ეუთოს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა, ვინმეს ხმა ამოეღო.

არც მინისტრებისგან, არც სახალხო დამცველისგან, ამ თემაზე რაიმე გამოხმაურება მე არ მახსენდება!

ჩვეულებრივი ამბავი არ არის, მოსამართლე წევრი რომ მოგიწოდებს წადი სახლში და ბავშვებს მიხედეო. და ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა.

მადლობა ეუთოს, რომ ეს შეამჩნია და აღნიშნა თავის ანგარიშში!” – წერს ნაზი ჯანეზაშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილის მისამართით თქვა: “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ”.

ამ განცხადების გამო მამუკა ხაზარაძე მკაცრად გააკრიტიკეს და ეს განცხადება სექსისტურ განცხადებად იყო აღქმული საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად