ჯანეზაშვილი: არ მქონდა ინფორმაცია, რომ 150 მოსამართლე მოვიდოდა და დამისვამდა კითხვას იმ საკითხზე, რაც მე არ მეხება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლით სხდომაზე, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა დაახლოებით 150 მოსამართლეზე მეტი ესწრებოდა. საბჭოს არა მოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, მოსამართლეთა კითხვებს, რატომ უჭერენ მხარს კანონპროექტს – მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებაზე 2024 წლის 31 დეკემბრამდე და რა არგუმენტები აქვთ, პასუხი არ გასცეს, რასაც დარბაზში მოყოფი მოსამართლეების უკმაყოფილება მოჰყვა.

ამის საპასუხოდ კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წვემა თამარ ონიანი მოსამართლეებს მიმართა, რომ იუსტიციის საბჭოში არ უპასუხოთ დოლიძის და ჯანეზაშვილის კითხვებს

ნაზი ჯანეზაშვილი „აიპრესთან“ განმარტავს რატომ არ უპასუხა მოსამართლეების კითხვას.

„ეს ფორმატი არ იყო ჩემთან შეთანხმებული. მოსამართლეთა წევრებმა გადაწყვიტეს, არ ვიცოდი რა ფორმატი იქნებოდა. მე ინფორმაცია მქონდა, რომ ეს იქნებოდა გასვლითი სხდომა, ნამდვილად არ მქონდა ინფორმაცია, რომ 150 მოსამართლე მოვიდოდა აქ და დამისვამდა შეკითხვას იმ საკითხზე რაც მე არ მეხება.

ეს არის პარლამენტის წევრების მიერ მომზადებული კანონპროეტი, წავიდნენ და კითხონ პარლამენტის წევრებს, ეს არა მოსამართლე წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტი. შეუძლიათ მკითხონ იმ პროექტზე რომელიც შევიტანე პარლმენტში – წინადადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით და ვუპასუხებ. წაბრძანდნენ და კითხონ პარლამენტის წევრებს“.- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, მოსამართლეები მსჯელობენ კანონპროექტზე მსჯელობენ კანონპროექტზე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი ითვალისწინებს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...