ჯანელიძე: ველოდებით, რომ საერთაშორისო წნეხის შედეგად, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მოხდება

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილოს ცხედრის გადმოსვენებაში მნიშვნელოვან როლს, საერთაშორისო წნეხიც შეიტანს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა. შეიძლება საზოგადოებისთვის ზოგადად, დამაიმედებელი არ იყოს, თუმცა, განცხადებები და რეაქციები არის საჭირო, რომ წნეხი გაიზარდოს. მოველით, რომ სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ასეთი გამოხმაურებით მოხდება ცხედრის გადმოცემა და გამოძიების ჩატარება. დღეს არ შეგვიძლია იმის თქმა, როდის გადაიდგმება ეს ნაბიჯები, მაგრამ ყველა ბერკეტს ვიყენებთ, რათა წნეხი გავზარდოთ",- განაცხადა ჯანელიძემ.

ცნობისთვის, ცხინვალის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი სამხედროს ცხედრის ოკუპირებული ცხინვალიდან საკუთარ სახლში გადმოსვენებას ისევ ითხოვს, თუმცა კონკრეტული თარიღი ამასთან დაკავშირებით, ტატუნაშვილებისთვის კვლავ უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად