ჯანელიძე საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

2018 წლის 22 მარტს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მესამე შეხვედრაში და სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. 

სამოქალაქო პლატფორმის შეხვედრაზე ევროკავშრისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნელები ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების პროცესებზე იმსჯელებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანია შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისა და სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი განვითარების მხარდაჭერის ხელშეწყობა. პლატფორმა საქართველოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს, ხოლო ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრებს აერთიანებს.

შეხვედრა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდში(GFSIS) გაიმართება. მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართავენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი და პლატფრომის თანათავმჯდომარეები რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი და ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრი ანდჟეი ადამჩიკი.​

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად