A1 ბანერი

ჯანელიძე: პატრიარქის ქადაგებით და ლოცვა-კურთხევით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს

მიხეილ ჯანელიძე: პატრიარქს მინდა ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჩვენი ქვეყნის სულიერ სათავეში დიდხანს ყოფნა


საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა. 

"ურთულესი 40 წელი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და სწორედ რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი სულიერი წინამძღვრობით ჩვენ შევძელით და ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, რომ დღეს ფეხზე დგას. ჩვენ ვძლიერდებით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დიდ წარმატებებს, სწორედ რომ იმ ქადაგებით და იმ ლოცვა-კურთხევით, რომელიც პატრიარქიდან აქვს ჩვენს ქვეყანას. მე ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლეს და დიდხანს ჩვენი ქვეყნის სულიერ სათავეში ყოფნას"

-განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ.


მიხეილ ჯანელიძე დღეს სვეტიცხოველში საზეიმო წირვას პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...