ჯანდიერი: როდესაც სუს-ი და შსს პოლიტიზებულია, გამოძიების იმედი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს

"პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხსითვის" ერთ-ერთი წევრს, დავით ჯანდიერს არ აქვს მოლოდინი, რომ გამოძიება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ამავე პარტიის ლიდერის, პაატა ბურჭულაძის პირადი საუბრის ჩანაწერის საქმეს გამოიძიებს.

ჯანდიერმა "ტვ პივრელთან" საუბრისას ამის მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიზებულობა დაასახელა. 

"ბუნებრივია, არ შეიძლება, ჩვენ გვქონდეს გამოძიების რაიმე იმედი, რომ ჩატარდება ეფექტური გამოძიება და დადგება კონკრეტული შედეგები. ამ ტიპის საქმეებზე, რა გამოძიებაც დაწყებულა ფორმალურად შინაგან საქმეთა სამინისტროსა თუ პროკურატურის მხრიდან მათ კონკრეტული სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. ეს იყო ე.წ ჰაკიმ ფაშას სახელით გამოქვეყნებული ვიდეო, თუ სექსუალური კონტენტის შემცველი ვიდეოები. 

იმ პირობებში, როდესაც თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია, ბუნებრივია, გამოძიების არანაირი იმედი არ უნდა გვქონდეს. ეს ჩანაწრი სკანდალური არ არის თავისი შინაარსით. სკანდალური არის ის, რომ გასაჯაროვდა. ამას კონკრეტული მიზანი აქვს. სავარაუდოდ, ხელისუფლებისთვის პრობლემაა ის, რომ საკმაოდ მზარდი და მყარი რეიტინგი აქვს პაატა ბურჭულაძის პარტიას. ეს გასაკვირი არც არის. 

ამ ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ არანაირი ემოცია არ გვქონიდა, გარდა იმისა, რომ გამოჩნდა, ჩანაწერებით მანიპულირება ხდება. ეს იმ პირობებში, როდესაც მთელი 4 წლის განმავლობაში ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ დეპოლიტიზებულია სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს ასე არ არის",- განაცხადა ჯანდიერმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად