ეკატერინე ადამია : სახელმწიფო პროგრამა ცალსახად 35 დასახელების მედიკამენტს ითვალისწინებს

„ქრონიკული დაავდებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ცალსახად 35 დასახელების მედიკამენტს ითვალისწინებს.“ – ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ განაცხადა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ პრემიერმა პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტების რაოდენობა არასწორად დაასახელა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტექნიკური დეტალის დაზუსტება გვიწევს და გაურკვეველ კომენტართან გვაქვს საქმე. პროგრამის ფარგლებში ცალსახად 35 დასახელების მედიკამენტია შესყიდული და მიეწოდება ბენეფიციარებს. რამდენიმე მედიკამენტი გვაქვს განსხვავებული დოზირებებით შესყიდული, 2 ან 3 სხვადასხვა დოზის სახით. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა რაოდენობა მუდმივად მზარდია. დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 60 500-ზე მეტი ბენეფიციარი, რომლებიც სარგებლობენ ამ პროგრამით. უახლესი ცვლილება ემსახურება ხელმისაწვდომობის გაზრდას საპენსიო ასაკის და შეზღუდული დესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც მედიკამენტებს იღებდნენ 50%იანი ფასდაკლებით. ცვლილების დაფუძველზე სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად ისინი მედიკამენტებს 1 ლარად მიიღებენ. ეს კიდევ უფრო გაზრდის ბენეფიციართა ჩართულობას პროგრამაში.“ – განაცხადა ეკატერინე ადამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად